ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პოსტზე მაღლაფერიძის არჩევის მომხრე 8 ადამიანი იყო, წინააღმდეგ კი - 3.
„მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მეტიც, პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ. მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ახლა 6 წლის ვადით აირჩევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.