საზოგადოების განწყობა ოპოზიციის მიმართ არის უმძიმესი, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში – ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა

საზოგადოების განწყობა ოპოზიციის მიმართ არის უმძიმესი, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში – ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა
ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი და ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება და კვლევის თანახმად, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა.
„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა – 64 64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია თავად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს