“საზმაუს” მცველების წევრი “ხარჯების ოპტიმიზაციის” საბაბით, სამსახურიდან გაათავისუფლეს – მისი ხელფასი 490 ლარი იყო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა საზმაუს მცველების წევრს, ანა მეტრეველს, მიზეზად კი ხარჯების ოპტიმიზაცია დაუსახელა.

მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ცნობით, ანას ხელფასი 490 ლარს შეადგენდა.

“ანას საზმაუს HR-მა აცნობა, რომ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ ხერხდება სატელევიზიო ეთერის აღდგენა, ვინაიდან ახალ შენობაში გადასვლა გაჭიანურდა, ხოლო გადაცემები, რომლებზეც ანა მუშაობს, რჩება რადიოეთერში, მაგრამ ანას პოზიციის, პროდიუსერის ასისტენტის საჭიროება აღარ არის.
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული ანა მეტრეველის უშუალო პროდიუსერებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველდღიურად ორი რადიოეთერის ორგანიზებას სჭირდება ასისტენტი.
არხის მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო დროული გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც 100 მილიონზე მეტი დაჯდა, ოპტიმიზაციას კი მცირეხელფასიანი თანამშრომლის გაშვებით ახდენს.
ჩვენ ამ ფაქტს საზმაუს მცველების წევრების წინააღმდეგ მიმართულ აქტად აღვიქვამთ, ღიად გამოხატული კრიტიკის გამო.” ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)