“საზმაუს” ბორდის წევრი: ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! – წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” ეთერ­ში აღარ გავა გა­და­ცე­მა “გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე”. ეს ინ­ფორ­მა­ცია დათო გორ­გი­ლა­ძემ “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას” და­უ­დას­ტუ­რა. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად ფი­ნან­სუ­რი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე 2022 წლის მა­ი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. ის ბორდში ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით მოხ­ვდა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ, მე­დი­ის­გან შე­ი­ტყო.

“გუ­შინ გვქონ­და ბორ­დის სხდო­მა. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ფი­ნან­სურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე. მე და ლაშა ტუ­ღუშ­მა ბი­უ­ჯეტს მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დოდ ბი­უ­ჯე­ტის ნა­რა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, იყო სხვა სა­კი­თხე­ბიც, რის გა­მოც ხმა არ მი­ვე­ცით. ახლა ვი­გებ, რომ არ­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­გარ გა­და­ცე­მას ხუ­რა­ვენ თურ­მე! – წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თავ­გა­სუ­ლო­ბა!”

“გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის” ბოლო გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 29 დე­კემ­ბერს გავა. რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ვი­ზი­ას და­ტო­ვებს, რად­გან არხს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა თუნ­დაც სხვა წამ­ყვა­ნად არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. სა­კუ­თარ გა­და­ცე­მამ­დე გორ­გი­ლა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც იყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას კრი­ტი­კუ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა მისი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში დათო გორ­გი­ლა­ძის კრი­ტი­კულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე „აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის“ პრო­ტეს­ტის დროს, გორ­გი­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“გა­მარ­ჯო­ბა არ უთხრათ. ვი­საც გამ­ბე­და­ო­ბა გე­ყო­ფათ სა­ხე­ში მი­ა­ხა­ლეთ, რომ სინ­დის­გა­რე­ცხი­ლი, შუბ­ლზე ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. შე­არ­ცხვი­ნეთ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ სცა­დეთ. ქარ­თულ სუფ­რა­ზე თუ მათ­თან ერ­თად მოხ­ვდე­ბით, შე­სამ­ჩნე­ვად ადე­ქით და და­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა, ვინც მაგ კა­ნონს მხარს და­უ­ჭერს. დრო ამას ისე­დაც იზამს, გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ აქე­დან­ვე და­ვი­წყოთ…“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გორ­გი­ლა­ძის პოსტს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­გი­ო­ნუ­ლი მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან და­ვით გორ­გი­ლა­ძეს უსამ­შობ­ლო და აგენ­ტი ფა­შის­ტი უწო­და:

„6 დღის წინ და­გი­წე­რია, ვერ მო­გაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, შენ­ნა­ი­რი უსამ­შობ­ლო და აგენ­ტი ფა­შის­ტე­ბი ისე­დაც ვერ სხდე­ბი­ან ქარ­თვე­ლებ­თან, ჯიგ­რებ­თან, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რულ კა­ცებ­თან სუფ­რებ­ზე, არ იდარ­დოთ თქვენ მა­გა­ზე შენი და შენ­ნა­ი­რი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის უტ­რა­კო მეტ­რა­კე დე­დაც მოვ***ნ“, – წე­რად დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გა­და­ცე­მა „გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმბსუ­ბუ­ქე“ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 2021 წლის მა­ი­სი­დან გა­დი­ო­და. პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იყო. მას შემ­დეგ არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე ჩა­წე­რა, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და ის იშ­ვი­ა­თი რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას არ წყა­ლო­ბენ. ვინ იქ­ნე­ბა გორ­გი­ლა­ძის უკა­ნას­კნე­ლი სტუ­მა­რი მა­უ­წყე­ბელ­ზე, 29 დე­კემ­ბერს გა­ვი­გებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს