ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება – ივლისში 50 ბაღი იმუშავებს

თბილისის საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"წელს თბილისში, ივლისში, 45-ის ნაცვლად 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. რეგისტრაცია 5 ივნისს, დილის 10 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საიტზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღებში თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები ჩაირიცხებიან. მათ შორის, ის ბავშვები, ვინც სექტემბერში სკოლაში მიდიან". - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, საზაფხულო ბაღები გეოგრაფიული პრინციპით შეირჩა და მათი ჩამონათვალის ნახვა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საიტზეა შესაძლებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.