საზარელი შემთხვევა კახეთში – 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც. არასრულწლოვანის ბიძა კი დაკავებულია.
“ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით. მან კი ფერმაში ჩემი 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. გოგონა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილია. ჩემმა მეორე ბიჭმა გაუპატიურების ამბავი, რომ გაიგო, ვერ მოითმინა, წავიდა და დაჭრა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა,” – ამბობს პაპა.
წყარო: „მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია