ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მონტენეგროში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ხელახლა აირჩიეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მონტენეგროში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ხელახლა აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მონტენეგროში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი პერტაია ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებს.
„ევროპალატა ევროპის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანებაა, რომელიც მოიცავს 45 წევრ ორგანიზაციას, მათ შორის, 43 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას, წარმოადგენს 20 მილიონზე მეტ კომპანიას და აერთიანებს 1 700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.
აღნიშნული ქართული ბიზნესის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.