სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ზე 32% მოდის - რით ვვაჭრობთ თანამეგობრობის ქვეყნებთან? (bm.ge)

იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოსა და დსთ-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 7.9%-ით 1 მილიარდ 803 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებზე 32% მოდის.
ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა კი დსთ-ის ქვეყნებს შორის რუსეთთან გვაქვს, სადაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა წლის ამ პერიოდში 642 მილიონ 774 ათასი დოლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ვაჭრობის მიხედვით დსთ-ის ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
· რუსეთი - $642.7 მლნ;
· აზერბაიჯანი - $305 მლნ;
· ყირგიზეთი - $299.7 მლნ;
· ყაზახეთი - $193.6 მლნ;
· სომხეთი - $167.6 მლნ;
· უკრაინა - $85 მლნ;
· უზბეკეთი - $56 მლნ;
· ბელარუსი - $28.2 მლნ;
· ტაჯიკეთი - $12.8 მლნ;
· თურქმენეთი - $7 მლნ;
· მოლდოვა - $4.9 მლნ;
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. 2025 წლის იანვარ-მარტში თანამეგობრობის ქვეყნებში 941 მილიონ 798 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. წლიურად ზრდა 7%-ია. ექსპორტის ნახევარი კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც წლის ამ პერიოდში 495 მილიონ 461 ათას დოლარს შეადგენდა, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 15%-ით აღემატება. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებია.
დსთ-ში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
· მსუბუქი ავტომობილები - $495.4 მლნ;
· ეთილის სპირტი - $47 მლნ;
· მინერალური წყლები - $38.3 მლნ;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - $34.8 მლნ;
· მინერალური წყლები შაქრის დანამატებით - $28.6 მლნ;
· დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $25 მლნ;
· სიგარები, სიგარილები - $21.5 მლნ;
· კარტოფილი - $13.4 მლნ;
· თამბაქო და თამბაქოს სხვა შემცვლელები - $12.2 მლნ;
· მცენარის ნაყოფები დაკონსერვებული - $11.1 მლნ;
რაც შეეხება დსთ-დან იმპორტს, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის I კვარტალში 9%-ით 861 მილიონ 476 ათას დოლარამდე გაიზარდა. უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს ნავთობის აირები და ასევე ნავთობროდუქტები იკავებენ.
დსთ-დან იმპორტირებული TOP-10 პროდუქტი:
· ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $191.3 მლნ;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $170.9 მლნ;
· ელექტროენერგია - $24.3 მლნ;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $21 მლნ;
· სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $18.2 მლნ;
· სიგარები და სიგარილები - $17.5 მლნ;
· ხორბალი და მესლინი - $15.5 მლნ;
· ცემენტი - $14.5 მლნ;
· მინის ბოცები და ბოთლები - $14.3 მლნ;
· მასალების დასამუშავებელი მანქანები - $13.7 მლნ;
დსთ-ს სივრციდან საქართველოში შემოდის ასევე შოკოლადი და კაკაო, მზესუმზირის ზეთი, პურ-ფუნთუშეული, მედიკამენტები, ეთილის სპირტი და სხვა.
წყარო: bm.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.