სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ – თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის ინიციატივაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისშია.
„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ, სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას ის აბსურდული განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებენ. როგორიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება, განწირული იქნება მეათე, საიუბილეო პოლიტიკური კრახისთვის“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
პაატა ბურჭულაძე ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი ძალით და ისიც ტელეფონებით ჩაატაროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. „ლელომ“ კი პოზიცია შეარბილა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა