,, სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:
,,საფიქრალია, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთისთვის ძალიან ცუდად ვითარდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ ცხადია ინფორმაციას ფლობს.
ასევე ცხადია, “ომი საქართველომ დაიწყო”, ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.
სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ. არ გამოვრიცხავ, საერთოდ ისიც ქნან, რომ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ წულუკიანის “დასკვნის” და მის გამო დაწყებული “გამოძიების” საფუძველზე ან ამავე საფუძველზე ეს რუსეთმა ქნას.
ვინც არ იცის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ომის დანაშაულის გამოძიება არ ან ვერ ხდება რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარის მიერ.“

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!