არქივი24 დეკემბერი, 2023, 20:24
სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდო: ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა
სოციალურ ქსელში დღეს ძალიან მძიმე კადრები გავრცელდა - სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მიუსაფარი ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.