საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულმა ანსამბლმა I ადგილი მოიპოვა

14-26 აგვისტოს ჩეხეთის რამდენიმე ქალაქში (ჩერვენი, კოსტელეცი და ლიპტალი) იუნესკოს ეგიდით ფოლკლორულ ანსამბლებს შორის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს 14 ქვეყნის (საქართველო, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, შოტლანდია, იტალია, სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი) 17 ფოლკლორული ანსამბლი.
„საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი I ადგილის მფლობელი გახდა (ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი – დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი – ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი – დავით რატიანი, ხელმძღვანელი, ცენტრის დირექტორი – ბადრი მაჭავარიანი). II ადგილი ჩეხეთს, ხოლო III ადგილი მექსიკას მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი უსრულდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს ამ დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება