საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე“.
საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარადგენენ: კომედიურ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება უსასყიდლოდ დაესწროს წარმოდგენებს და ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.
საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”