ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ სამ თვეში 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ სამ თვეში 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველომ სამ თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდულია.
,,საქართველოში, 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს $826 მილიონს მიაღწია (825,975,424 აშშ დოლარი).
2025 წლის პირველი კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით (247,533,195 აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი +2.3%-ით (18,301,394 აშშ. დოლარით).’’- წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.