ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში მონაწილე დავით ხრიკულმა პირველი პრემია მოიპოვა

23-27 ივლის, ესპანეთის ქალაქ ვიგოში ჩატარდა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მსოფლიოში ცნობილი პიანისტები – მარტა არგერიხი, ციპრიან კაცარისი, პაბლო გალდო, სერხიო ტიემპო და რაფალ ბლეჩასი.
ამ კონკურსზე დავით ხრიკულმა მოიპოვა პირველი პრემია, ხოლო 17 წლის ანა პაიჭაძემ დაიმსახურა საპატიო დიპლომი, რომლითაც 26 ნახევარფინალისტისგან მხოლოდ 8 მონაწილე დაჯილდოვდა.
ანა ნიჭიერთა ათწლედში ნინო მაისურაძის კლასში სწავლობდა, ახლა კი აგრძელებს სწავლას ასოც. პროფ. ნინო ჟვანიას ხელმძღვანელობით.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.