ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი - “ემ თი ეი” და FIS-ი ერთი ოჯახია - ბაკურიანში მსოფლიო თასი იდეალურად ჩატარდა

“ემ თი ეი” და FIS-ი ერთი ოჯახია - ბაკურიანში მსოფლიო თასი იდეალურად ჩატარდა, - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის.
“ბაკურიანში ღონისძიება ძალიან, ძალიან კარგად ჩატარდა. გვქონდა იდეალური შეჯიბრი. ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის. ორივეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ზამთრის ყველა დისპციპლინისთვის. MTA-სთან თანამშრომლობა იდეალურია. MTA-სა და FIS-ის შორის პროფესიული თანამშრომლობა მარტივად ხორციელდებოდა. ეს არის მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ერთად დიდი ოჯახი ვართ”, - აღნიშნა ვალდნერმა.
შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: “ბორჯომი“, “თი ბი სი“, „რედკო“, და „სილქნეტი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.