საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900 მილიონიანი ტრანში დაამტკიცა
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
პროგრამა ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობისა და უკრაინის აღდგენისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიზიტად მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი IMF-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინ გეორგიევას შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
გარდა ამისა, ზელენსკი გეგმავს პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას და სიტყვით მიმართავს კონგრესს, სადაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს "რესპუბლიკელები" ბლოკავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.