არქივი8 აპრილი, 2025, 11:22
საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე გორის გოგონათა გუნდი გრან-პრის მფლობელი გახდა

რიგაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე „RIGA SIGNS 2025“ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო დირიჟორი“ ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.