საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელი – ნატო – რუსეთს შორის დაძაბულობის გამწვავების შემთხვევაში ფინეთი პირველ რიგში დაზარალდება

რუსეთ-ნატოს შორის დაძაბულობის გამწვავების შემთხვევაში პირველი ქვეყანა, რომელიც დაზარალდება ფინეთი იქნება, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.
„ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და მოულოდნელად რუსეთსა და ნატოს შორის აღმოჩნდნენ, როგორც ამ ალიანსის წევრი, მაგრამ რადგან ისინი ჩვენი მეზობლები არიან, თუ ღმერთი რაიმე სახის ესკალაციას დაუშვებს, პირველები ისინი დაზარალდებიან“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს, ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც რუსეთმა აგრესიულ ნაბიჯად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება