ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომლებსაც არ დაუგმიათ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები, დაგმონ „არჩევნები“ და უკანონოდ გამოაცხადონ

საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომლებსაც არ დაუგმიათ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები, დაგმონ „არჩევნები“ და უკანონოდ გამოაცხადონ
„პარლამენტის სახელით ვგმობთ შაბათს, აფხაზეთში, ე.წ. არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი, ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და ვიდრე აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, არის უკანონო. შესაბამისად, ე.წ. არჩევნებიც არის უკანონო“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ, დაგმონ და უკანონოდ გამოაცხადონ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.