საერთაშორისო დამკვირვებელი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი: საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები

საერთაშორისო დამკვირვებელი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი: საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები
საერთაშორისო დამკვირვებელი, ესპანეთის სენატის წევრი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აფასებს.
„ადამიანები ჩვეულებისამებრ იღებენ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში. აქ არიან პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ისინი, ვინც ხალხს ხმის მიცემაში ეხმარებიან, ძალიან კარგად მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ და წარმატებულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა