ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა

საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება.

ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დაგეგმილი ვებინარია, რომელსაც საქართველოს ბანკი 25 მაისს გამართავს.

ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School Europe-ისა და UWC-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე აღნიშნულ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ და რჩევებს გააზიარებენ: გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.

ვებინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ეს საქართველოს ბანკისა და LEAF-ის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათი განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს ერთობლივი ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.