საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი,ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.
წლის განმავლობაში თიბისიმ მობაილბანკისმომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილებისფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა, ლოიალობის პროგრამა – ერთგული და სხვა.
„ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვისგანსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისოგამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოშისაუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.ციფრული სერვისების საუკეთესოგამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიანპრიორიტეტულია. თიბისის მისიაადამიანების ცხოვრების გამარტივებაა დავფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელადასტურებს, რომ თიბისის საქმიანობაკომპანიის მისიას სრულად შეესაბამება”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალურიდირექტორი.
თიბისიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. თიბისის მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში