პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო გაემოხმაურებები ეუთო/ოდირის ანგარიშზე

საერთაშორისო გაემოხმაურებები ეუთო/ოდირის ანგარიშზე

„ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით“, — ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საბოლოო ანგარიშმა დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნები.
„ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით დადასტურებულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით. როდესაც არჩევნები დახარვეზებულია, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“, — წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე X-ზე.
ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს საქართველოს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.
„არჩევნებში ხმის მიცემა შურისძიების შიშის გარეშე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს ბოლო არჩევნებში ეს დემოკრატიული უფლება კომპრომეტირებული იყო“, — წერს ვოლტონენი.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ფრანკ შვაბის შეფასებით, ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს.
„გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი“, — წერს შვაბი X-ზე.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/life/757103/

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.