საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება

საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება
ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი შეაჩერეს, მაგრამ არჩევნებამდე მეტი მოხდება, რომ დაძაბულობის განცდა შეიქმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან გაცხადებულია, ოქტომბრის არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი.
„ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი შეაჩერეს, მაგრამ არჩევნებამდე მეტი მოხდება იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბულობის განცდა შეიქმნას. კიდე უფრო მეტ რამეს გავიგებთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველოდებით, ყველანი ახალ საუბარს დავიწყებთ.
მანამდე, ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან გაცხადებულია, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი. ეს ყველაფერი სასჯელია იმისთვის, რომ გასული თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა.
ყველაფერი მზადდება, რომ აქ რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება მოჰყვება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვნახოთ, ბოლოს ვისი აჯობებს. აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება