ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საელჩო: ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს

საელჩო: ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს განცხადებას, სადაც ის არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.