არქივი1 მაისი 2025, 14:38
საელჩოდან გამათავისუფლეს პეტიციაზე ხელის მოწერის გამო – გიორგი კობახიძე

საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო, სამსახურიდან ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი, გიორგი კობახიძე გაათავისუფლეს.
გიორგი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
“საელჩოდან გამათავისუფლეს ერთობლივ პეტიციაზე ხელის მოწერის გამო”
ცნობისთვის, არაერთ საჯარო მოხელეს აქვს ხელი მოწერილი პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც ემიჯნებოდნენ ირაკლი კობახიძის ნოემბრის განცხადებას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების მცდელობას ქართული ოცნების მიერ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.