სად ღირს მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფი?

გლობალურად 5.35 მილიარდი ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია - ეს პლანეტის მოსახლეობის 66%-ია. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.6 მილიარდს მიაღწია, რაც გლობალური მოსახლეობის თითქმის 70%-ია.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ We Are Social მსოფლიოს 52 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები შეისწავლა და დაადგინა, სად ღირს 1 GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი.
როგორც აღმოჩნდა, მობილური ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე ძვირი, 1GB-ზე $7.29 შვეიცარიის მოქალაქეებს უჯდებათ. ყველაზე იაფი კი ეს პროდუქტი ისრაელში ღირს, სადაც 1 000 MB მობილური ინტერნეტი სულ რაღაც $0.02 ჯდება. We are social განმარტავს, რომ ისრაელის მოსახლეობის 3/4 სმარტფონის მომხმარებელია, რის ფონზეც სერვისის პროვაიდერებს შორის კონკურენცია მაღალი, ფასები კი, შესაბამისად, დაბალია.
1GB ინტერნეტის საშუალო ფასი, გლობალურად, $2.59-ია. აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში მობილური ინტერნეტი გლობალურ საშუალოზე იაფია.
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირია:
· შვეიცარია - $7.29
· აშშ - $6.00
· ახალი ზელანდია - $5.89
· კანადა - $5.37
· სამხრეთ კორეა - $5.01
· არაბთა გაერთიანებული საამიროები - $4.6
· ნორვეგია - $4.07
· იაპონია - $3.48
· ჩეხეთი - $3.12
· საბერძნეთი - $2.79
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფია:
· ისრაელი - $0.02
· იტალია - $0.09
· ინდოეთი - $0.09
· საფრანგეთი - $0.16
· კოლუმბია - $.2
· რუსეთი - $0.25
· ინდონეზია - $0.28
· მალაიზია - $0.28
· ვიეტნამი - $0.28
· პოლონეთი - $0.28
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა We Are Social-ის კვლევაში არ მოხვედრილა, თუმცა Cable.co.uk-ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტი, საშუალოდ, $1.91, დაახლოებით, ₾5.2 ჯდება.
წყარო: bm.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.