სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება? - GWP გრაფიკს აქვეყნებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)აცხადებს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის. კომპანიის ცნობითვე, ხვალ, 18 ივნისს შეძლებენ დააზუსტონ ინფორმაცია, რა დრო დასჭირდება სამუშაოები სოფელ წიწამურთან.
"ჯივიპის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, შედეგად, წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი შემცირდა - ნაცვლად 110 000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63 351 აბონენტს.
მათივე განცხადებით, დღის განმავლობაში, წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა, კერძოდ:
არეალი N1
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.