სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სატატისტიკის მიხედვით საქართელოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს,თანაც აშკარა ფორმით. ყირგიზეთში რომ შესულიყო და მერე რუსეთში დაებრუნებინათ, სამართლებლივად რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა. ამაზეც არც კი იწვალეს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო