ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი გზა?

სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი გზა?

თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი არის მოკვლევა-ადრეული პროექტირების ეტაპზე. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.
შესაბამისად, ზუსტი პროექტი, როგორი იქნება, ჯერ არ ხმაურდება და სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, სავარაუდო მარშრუტი, თუ სად გაივლის ახალი შემოვლითი გზა, გაავრცელა კომპანიამ, რომელთანაც ამ გზის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
კერძოდ, იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს.
ვრცლად „ბიზნესპრესნიუსზე“

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.