ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სად არის და რას საქმიანობს დღეს ნინო ხოშტარია

ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემის, მათ შორის, "ჯეობარის", "ეკივოკისა" და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.
2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა "სხვა შუადღე" მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. "რუსთავი 2"-ში ნინო 25 წლის მანძილზე მუშაობდა:
"25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ", - წერდა მაშინ ტელეწამყვანი.
სად არის და რას საქმიანობს ნინო ხოშტარია დღეს?
ამ ფაქტის შემდეგ ნინო ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საკუთარი ყოველდღიურობიდან.
· ნინო სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა და მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებით საყვარელი აღმოჩნდა. შვილიშვილთან, უსაყვარლეს პაოლოსთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის ფოტოებსაც ხშირად გვიზიარებს. ყოფილი ტელეწამყვანი ბევრსაც მოგზაურობს და დიდ დროს ოჯახს უთმობს. ახლა მისი ცხოვრება კამერებისგან დაფარული, თუმცა მშვიდი და სასიამოვნოა.
ცოტა ხნის წინ ნინო ბებია გახდა, სიხარული კი საზოგადოებას გაუზიარა. ნინოს შვილიშვილს პაოლო დაარქვეს. როგორც ხოშტარიას გამომწერები ამბობენ, შვილიშვილი ბებიასაც ემსგავსება.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.