ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სადიგოვის პირველი კითხვა იზოლატორში: ტარდება რუსთაველზე აქცია?“ – ადვოკატი“

„სადიგოვის პირველი კითხვა იზოლატორში: ტარდება რუსთაველზე აქცია?“ – ადვოკატი“

“დღეს მოვინახულე აფგან სადიგოვი მარნეულის იზოლატორში. თავს კარგად გრძნობს. მისი პირველი კითხვა და სანერვიულო იყო ის, ტარდებოდა თუ არა რუსთაველზე აქცია და იკეტებოდა თუ არა რუსთაველის გამზირი”, – წერს ფეისბუკზე ადვოკატი აიჰან ჰასანლი.
უფლებამდაცველის თქმით, სადიგოვს უკვე ჩაბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება – გზის გადაკეტვის გამო 54-ჯერ, ჯამში, 270,000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული.
“მისი პირველი კითხვა მაინც ის იყო, „ტარდება თუ არა რუსთაველზე აქცია?“ და „გადაიკეტა რუსთაველი?“ მან მთხოვა, რომ საჯაროდ გადავცე ყველას მისი მადლობა და სიტყვები: “ბრძოლა ბოლომდე !”
22 ოქტომბერს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელმაც დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა საქართველოს ციხე, 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის ბლოკირების ბრალდებით.
იქამდე აფგან სადიგოვს ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ ადვოკატებმა გაარკვიეს, რომ ის დაკავებული იყო.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.