"სადგურის მოედნის" მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია

თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაიყვანილი.
"შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ადგილზე გამოცხადნენ და მყისიერად მოახდინეს მოქალქეების ევაკუაცია. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ცოცხალი ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.