არქივი14 ივლისი, 2025, 21:05
სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

შს მინისტრი ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მისი თქმით, დაშავებული კლინიკაშია გადყვანილი.
”ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
www.interpressnews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.