ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ იციან. მათივე თქმით, ნანგრევებში სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.
ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ბრიგადები.
მომხდართან დაკავშირებით შსს წერს, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალების მობილიზდნენ.
შსს-მ ადგილზე მყოფებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამინისტროს თანამშრომლების მითითებები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
“ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.