სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სადგურის მოედანზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ბოლო მონაცემებით, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი – ერთი ქალი და ერთი კაცი.
რაც შეეხება დაშავებულს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, სირაძემ აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება.
“გრძელდება სამუშაოები. გარდაცვლილი იყო ერთი ადამიანი და ახლა კიდევ დაემატა ერთი. ერთი არის ქალბატონი, მეორე მამაკაცი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და დამატებით ინფორმაციას მოგახსენებთ. გრძელდება სამუშაოები. დაშავებულს რაც შეეხება, ერთი ქალბატონი, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა სირაძემ.
თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”