“სადაც ჩემი შვილი იდგა, იქ მე ვიდგები უკვე” – ცირა ჟვანიას დედა

“ფორმულას“ დაკავებული ჟურნალისტის, ცირა ჟვანიას დედა, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან საკუთარი შვილის მიყვანას ელოდება, ამბობს, რომ დღეიდან მის ადგილზე თვითონ დადგება.
“ცირა არის მაგარი გოგო და დღეიდან მე ვიდგები უკვე იქ. აქამდეც გავდიოდი, ჩემი შვილის ნაცვლად, დღეიდანაც გავალ, ასე რომ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ არ გვეშინია, სიმართლე ყველგან თავისას გაიტანს.
ამას ყოველდღიურად ველოდებოდი, იმიტომ, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის პატრიოტებს ყველა ნაბიჯზე აკავებენ. მე მგონია, სანამ ეგ რუსული მთავრობა გვეყოლება, სულ ასე გაგრძელდება. ის, რაც ახლა ხდება, ნორმალურ ქვეყანაში არსად არ უნდა ხდებოდეს. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, – განაცხადა მან “ტვ პირველის“ ეთერში.
პოლიციამ “ფორმულას” ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში მუშაობს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დღეს დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება