ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე“ - ირაკლი კობახიძე ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე“ - ირაკლი კობახიძე ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.
„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.