სადაც ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ კონკრეტული ნორმები ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ – ირაკლი კობახიძე

მიზანშეწონილობის ნაწილში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანთან და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სასამართლოს საკითხებზე და საარჩევნო თემატიკას.
„ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკო-ს, ცესკოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიისგან დასკვნას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ გვქონია საუბარი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ცესკო-ს დაკომპლექტების წესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ