ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სადავო განცხადებიდან ხელმოწერა IBSU-ს მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა“ — IBSU

„სადავო განცხადებიდან ხელმოწერა IBSU-ს მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა“ — IBSU
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე, რამაც სტუდენტებისა და ლექტორების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოითხოვა. მმართველთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესით ხსნის. ამ უნივერსიტეტის რექტორი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელიაა.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია,“ წერია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.