არქივი26 მარტი, 2024, 13:09
საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პროექტის, საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 140-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. ახლა მე-6 კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სრული პროექტიც დასრულდება.
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით საგრადა-ფამილიას, იგივე წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მხოლოდ 5 წლის წინ გაიცა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.