ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება - განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„16 აგვისტოს 00:00 საათიდან, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
ასევე, 16 აგვისტოს, 08:00 საათიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, “საქართველოს რაგბის კავშირისა” და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.