პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.