საგარეო საქმეთა სამინისტრო „მაგნიტსკის აქტზე“ – საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა, რაზეც პარტნიორები ინფორმირებულები არიან

„მაგნიტსკის აქტის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზოგადად, ქვეყანა ევროკავშირის განცხადებებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 50%-მდე შემთხვევაში მიუერთდა.
„საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები.
რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%- მდეა გაზრდილი“,- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ