საგარეო საქმეთა სამინისტრო: არაოფიციალური მონაცემებით, 1,5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დღეს საქართველოს 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამის შესახებ მან 7 მარტს, სადავო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამავე თემაზე პრეზენტაცია წარადგინა.
კონსტანტინიდის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი მონაცემები არაოფიციალურია, რადგან იგი მოიცავს მხოლოდ საელჩოებიდან და დიასპორიდან მიღებულ ინფორმაციას, მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი უცხოეთში ლეგალური სტატუსის გარეშეა.
მანვე წარადგინა უცხოეთში მცხოვრები ქართველების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით. კონსტანტინიდმა იქვე აღნიშნა, რომ “სულ ცოტა ხნის წინ” აშშ ხუთეულშიც არ შედიოდა, ბოლო დროს კი განსაკუთრებით გაიზარდა იქ წასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი.
სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:
· რუსეთი 700 000-მდე;
· საბერძნეთი 200 000;
· აშშ – 120 000;
· იტალია – 50 000;
· გერმანია – 50 000;
· თურქეთი – 45 000 (ისტორიული დიასპორა 1,5 მილიონამდე);
· საფრანგეთი – 35 000;
· ესპანეთი 25 000;
· ბელგია – 20 000;
· ისრაელი – 20 000;
· დიდი ბრიტანეთი 10 000.
„პრაქტიკულად დიასპორის რამდენიმე ტალღაზე გვაქვს საუბარი. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვინც დღემდე წავიდა საზღვარგარეთ, ის ციფრები გვაქვს მოტანილი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!