საგარეო ბიჭვინთის აგარაკზე: ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგ უკანონო ქმედებას და ს მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების “რატიფიცირება” ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.
“შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.