საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ხანძრის რისკს – მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, საზოგადოებას მიმართავს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“