ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?

საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?

"ინტერთან" უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩის წინ "ნაპოლის" სიტუაცია ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაშავების გამო კიდევ უფრო გართულდა.
ანგისამ "კომოსთან" შეხვედრაში მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და ერთი თვე მოუწევს უქმობა. მას "ბორნმუთიდან" იჯარით აყვანილი ფილიპ ბილინგი შეცვლის. მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს დავიდ ნერესს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მარტის შუა რიცხვებში შეძლებს თამაშს.
"რეპუბლიკა" წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება, რაც შედეგებზე აისახა. "კორიერე დელა სერა" კი იტყობინება, რომ თუ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს დაემშვიდობება და
მის შემცვლელად "ნაპოლის" თავკაცს ანტონიო კონტეს მიიწვევს.
ზაფხულში კონტეს "მილანის" სათავეში ჩადგომის ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ მან "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ჯერ არავინ იცის, უახლოეს მომავალში რა მოხდება.
თუმცა, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში სკუდეტოს მოპოვება მიზნად არ დაუსახავთ, მაგრამ ახლა შანსი აქვთ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.