ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგამოძიებო სამსახური - სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება

საგამოძიებო სამსახური - სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.
„საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ტარდება. პროცესს ადვოკატიც ესწრება. თავად ცნობილაძე აღნიშნულ პროცესს საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რას ეძებენ მის სახლში. ცნობილაძის თქმით, ჩხრეკაზე დილით შევიდნენ და ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.